ინტერვიუ გიორგი კახიძესთან და თიკო ლომიძესთან – “Batumi Open 2023”-ის გამარჯვებულები !

ინტერვიუ გიორგი კახიძესთან და თიკო ლომიძესთან – “Batumi Open 2023”-ის გამარჯვებულები !

მოგეხსენებათ რომ 2 დეკემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდა ღია შეჯიბრი “Batumi Open 2023”. ამ ტურნირის უმაღლესი კატეგორიის “Batumi Open 2023”-ის  გამარჯვებულები გახდა წყვილი საქართველოდან გიორგი კახიძე და თიკო ლომიძე. ამ გამარჯვებით მათ გაიმყარეს პოზიციები მსოფლიო რეიტინგში. გიორგი და თიკო მსოფლიო რეიტინგში 116-ე ადგილზე იმყოფებიან და იმედია მალე ვიხილავთ მათ TOP 100-ში.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვულოცავთ მათ წარმატებას და გთავაზობთ მცირე ინტერვიუს გიორგისტან და თიკოსთან.

Dancesport.ge: – რამოდენიმე წინადადებით გვიამბეთ თქვენზე, იცნობდით თუ არა ერთმანეთს წყვილში დადგომამე?

გიორგი: – 2023 წლის მარტს გვქონდა პირველი  საცდელი ვარჯიში, რომლის  შემდეგაც მალევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეასპარეზა ერთად ტურნირებზე. ვიცნობდით ერთმანეთს თუმცა იმ დროს არც ერთს არ გვყავდა პარტნიორი და ჩვენმა ტრენერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ერთად დადგომით კარგი წყვილი შედგებოდა და ვფიქრობთ რომ გაამართლა ამ გადაწყვეტილებამ.

 

Dancesport.ge: – რა შეგრძნებები გაქვთ ტურნირის შემდეგ, მოგცათ თუ არა სტიმული “Batumi Open”-ზე გამარჯვებამ ?

გიორგი: – ჩვენთვის ყველა ტურნირი გამოცდილება და პრაქტიკაა, განსაკუთრებით ვემზადებოდით ამ ტურნირისთვის რადგან გვინდოდა რომ პირველობა არავისთვის დაგვეთმო. რაც შეეხება ემოციებს ორივე გახარებულები ვართ ამ შედეგით და რა თქმა უნდა მეტი სტიმული მოგვცა პირველობამ.

 

Dancesport.ge: – რას ურჩევდით მოცეკვავეებს წარმატების მისაღწევად, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო ?

თიკო: – აუცილებელია შრომა, ბევრი ვარჯიში, ტურნირები, თვითრწმენა და რა ღათქმა უნდა ამასთან ერთად მოთმინება და ძლიერი მენტალური მხარე. წარმატებაც აუცილებლად მოვა!

 

Dancesport.ge: – როგორ იწყება თქვენი დღე და გაქვთ თუ არა გაწერილი სავარჯიშო განრიგი?

თიკო: – როგორც ყველა სპორტსმენს რაღათქმაუნდა ჩვენც გვაქვს ყოველი დღის გეგმა. ჩვენი ვარჯიში იწყება ტრენერთან ერთად, ყოველ დღე 3 საათიანი ინდივიდუალური გაკვეთილით და შემდგეგ გრძელდება საკუთარ თავთან მუშაობით, თუმცაღა ამით არ სრულდება, გვიან იწყება ჯგუფური ვარჯიშები.

 

Dancesport.ge: – ცეკვის გარდა გაქვთ თუ არა რაიმე საერთო ინტერესი, თუ ატარაბთ დროს ერთად დარბაზს მიღმა?

გიორგი: – საბედნიეროდ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ამიტომ ჩვენი გეგმები საერთოა და ზოგადად ვფიქრობთ, რომ წყვილში 1+1=1.  გვაქვს საერთო ინტერესები რაც ისევ ცეკვას უკავშირდება. აქედან გამომდინარე ჩვენი სხეულის  განვითარებისთვის გავდივართ კლასიკის გაკვეთილებს ქალბატონ ლალი კანდელაკთან.

 

Dancesport.ge: – რა გეგმები გაქვთ მომავალში , რომელი ტურნირი იქნება შემდეგი?

თიკო: – ჩვენი შემდეგი ტურნირი არის საქართველოს თასი 2023, რომელიც გაიმართება 22-23 დეკემბერს და რაც შეეხება მომავლის გეგმებს ნელ-ნელა გაგიზიარებთ.

Dancesport.ge: – რა მიზნები გაქვთ შემდეგი წლისთვის ? 

თიკო: – ჩვენი მიზანია რომ რაც შეიძლება მეტი ტურნირი ვიცეკვოთ და მსოფლიო რეიტინგში წინ წავიწიოთ. 


Dancesport.ge: – იქნება თუ არა პრიორიტი საქართველოს ჩემპიონატი და აპირებთ თუ არა მოიპოვოთ საგზური ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე? 

თიკო: – რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველა ტურნირი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საქართველოს ჩემპიონატი, რათქმაუნდა გვინდა მოვიპოვოთ ეს მნიშვნელოვანი საგზური, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე. 


Dancesport.ge: – როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი სხვა წყვილებტან შედარებით და რა სქილებზე გაქვთ უფრო მეტად სამუშაო ? 

თიკო: – ყველა წყვილი განსხვავებული და ინდივიდუალურია მაგრამ ვფიქრობთ ცვენი წყვილის უპირატესობა ვიზუალური მხარეა, იგულისხმება ფორმები და იმიჯი, რაზეც ჩვენი ტრენერები ფიქრობენ და ცდილობენ რომ მოგვარგონ, შეგვიქმნან ისეთი ვიზუალი რაც ყველა წყვილისგან განგვასხვავებს. 


Dancesport.ge: – რას გვეტყვით თქვენს მწვრთნელებზე და რა წვლილი მიუძღვით მათ თქვენს განვითარებაში ? 

თიკო: – ჩვენს მწვრთნელებს ჩვენში ძალიან დიდი შრომა და ამაგი აქვთ ჩადებული ჩვენს განვითარებაზე ზრუნავს სამი პედაგოგი როსტომ აროშვილი,ნინო ქავზინაძე და თეა გობეჯიშვილი. 

გიორგი: – პედაგოგის და მოსწავლის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია რადგან განვითარების პროცესი წავიდეს სწორად  და სწრაფად ჩვენ უნდა ვენდოთ მათ და ასევე ისინი გვენდობოდნენ ჩვენ.  ჩვენ გაგვიმართლა და გვყავს საოცარი პედაგოგები რომლებთანაც გვაქვს განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა.