3 დეკემბერს თბილისში გაიმართა შეჯიბრი “Georgian Open 2023” – GDSA ეგიდით

3 დეკემბერს გაიმართა შეჯიბრი "Georgian Open 2023" - GDSA-ის ეგიდით.

3 დეკემბერს თბილისში გაიმართა შეჯიბრი სახელწოდებით „Georgian Open 2023“, ასოციაცია GDSA-ს ორგანიზებით, ალბერტ ისახანოვის ხელმძღვანელობით. 

შეჯიბრზე მონაწილეობას იღებდნენ ათლეტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მეზობელი სომხეთიდან, პოლონეთიდან და საბერძნეთიდან. 

კონკურსის მთავარი აქცენტი გაკეთდა მონაწილეებისთვის სტიმულის შექმნაზე,  საპრიზო ფონდის მეშვეობით. 

ეს არა მხოლოდ ძლიერი მოტივატორი გახდა მოცეკვავეებისთვის, არამედ ხაზი გაუსვა საქართველოს ღია პირველობის სერიოზულობასა და მნიშვნელობას სამეჯლისო ცეკვის სამყაროში.

შეჯიბრის უმაღლესი კატეგორიის “Adult Latin”-ის გამარჯვებული წყვილი გახდა რატი ბლიაძე და თამთა გასიშვილი.