“საქართველოს თასი 2023” – 23 დეკემბერი

"საქართველოს თასი" 2023

23 დეკემბერს ქალაქ თბილისში, Hualing Hotel & Preference უმასპინძლებს საქართველოს თასს – სპორტ-ცეკვების ეროვნული ფედერაციის GNDSF-ის ორგანიზებით. 



საქართველოს თასი” როგორც ტურნირი ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა ტურნირებისგან, რადგან მისი ტრადიცია არაერთ ათწლეულს ითვლის. ტურნირს საფუძველი ჩაუყარა ლეგენდარულმა წყვილმა, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეებმა. ისინი იყვნენ პირირველი პიონერები რომლებმაც სპორტის ეს სახეობა საქართველოს გააცნო და საფუძველი ჩაუყარა სამეჯლისო ცეკვების საზოგადოებას. ზუსტად ეს არის ამ ტურნირის სიდიადის მიზეზი!

შეჯიბრის დღის დილა განსაკუთრებული ენერგიით გამოირჩევა. თითოეული მოცეკვავე ატარებს მოლოდინისა და თავდადების სიმძიმეს,რაც ქმნის ემოციებით დატვირთულ ატმოსფეროს. საქართველოს თასი არ არის მხოლოდ შეჯიბრი, ეს არის ემოციური მოგზაურობა როგორც მონაწილეებისთვის, ასევე მაყურებლისთვის.

დამსწრე საზოგადოება უდავოდ შეიგრძნობს მოცეკვავეების პულსს, შექმნილ ატმოსფეროს, რომელიც სცილდება შეჯიბრის საზღვრებს და აქცევს ღონისძიებას საცეკვაო კულტურის ზეიმად.