“ბათუმის ცეკვის ფესტივალი 2024”

"ბათუმის ცეკვის ფესტივალი 2024"


30 ივნისს, ზღვისპირა ქალაქი ბათუმი ცეკვის ფესტივალს უმასპინძლებს. ეს პრესტიჟული ღონისძიება, ლაშა თოდუასა და დავით კუციას ორგანიზებით იმართება, აჭარის თანამედროვე სამეჯლისო და სპორტული ცეკვებისა ფედერაციის თაოსნობით.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მოცეკვავეები მეზობელი ქვეყნებიდან;  სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი, ყაზახეთი და რათქმაუნდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.

შეჯიბრებები, როგორიცაა ბათუმის ცეკვის ფესტივალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამეჯლისო სპორტული ცეკვების გასანვითარებლად, ფესტივალი  ხელს უწყობს ბათუმის, როგორც კულტურული ცენტრის პოპულარიზაციას.

ბათუმის ცეკვის ფესტივალი სპორტის სასახლეს ელეგანტურობის, დახვეწილობის და სპორტული სულისკვეთების კერად გარდაქმნის. მოცეკვავეები  მზად არიან გამოავლინონ თავიანთი ნიჭი,  მაყურებლისთვის ხანგრძლივი მოგონებების შესაქმნელად.