ბათუმის ღია საერტაშორისო ტურნირი “Batumi Open 2024”

ბათუმის ღია საერთაშორისო ტურნირი "Batumi Open 2024"

6-7 ივლისს ქალაქი ბათუმი სპორტულ ცეკვებში საერთაშორისო ტურნირს “BATUMI OPEN 2024”-ს უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორია ქ. ნინო ქავზინაძე – აჭარის ა.რ სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი.

ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს 12 ქვეყნის 800-მდე მონაწილე.  ღონისძიების მხარდამჭერებია: აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტი, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე, საქართველოს სპორტული ცეკვების ფედერაცია, სპორტული ცეკვების მსოფლიო ფედერაცია. 

🔴 ღონისძიებას უმასპინძლებს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე,

📍 მისამართი: ლეონიძის ქუჩა #15

⏰ ღონისძიების ოფიციალური გახსნა – 6 ივლისი, 14:00 სთ.